25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი: სავსე მთვარე შენს ნიშანშია! ყურადღების ცენტრში აღმოჩნდები, ემოციები და ენერგია კი პიკს მიაღწევს. გამოიყენე ეს ძალა პირადი წინსვლისთვის, თუმცა ურთიერთობისას ზედმეტ სიმკაცრეს მოერიდე.
კურო: დღის ენერგია შინაგან განწმენდასა და საკუთარ თავზე მუშაობას დაუთმე. სპორტი, სეირნობა ან შემოქმედებითი საქმიანობა დაგროვილი დაძაბულობისგან გათავისუფლებაში დაგეხმარება.
ტყუპები: დაძაბული, მაგრამ ძალიან პროდუქტიული დღეა საზოგადოებრივი აქტივობისთვის. მეგობრებსა თუ კოლეგებს შორის ემოციები შესაძლოა გამწვავდეს გამოიჩინე სიბრძნე და შეეცადე სიტუაცია განმუხტო.
კირჩხიბი: ყურადღების ცენტრში კარიერა და პროფესიული ამბიციები ექცევა. დღე თავშეკავებას მოითხოვს ხელმძღვანელობასთან კამათს მოერიდე და შენი უპირატესობა საქმით დაამტკიცე.
ლომი: ვერძის ცეცხლოვანი სტიქია შენში შთაგონებასა და ახალ პერსპექტივებს გააღვიძებს! შესანიშნავი დღეა საკუთარი იდეების დასაცავად, სწავლისა და სამომავლო გეგმების გასაფართოებლად.
ქალწული: დღე ემოციურ სიმტკიცესა და ფინანსურ საკითხებში სიფრთხილეს მოითხოვს. მოერიდე სპონტანურ ხარჯებსა და რისკს შეინარჩუნე ბალანსი და იმოქმედე გონივრულად.
სასწორი: სავსე მთვარე პარტნიორული ურთიერთობების სფეროს გაააქტიურებს. ახლობლების მხრიდან მოსალოდნელია ემოციური რეაქციები გამოიჩინე დიპლომატიურობა და მოთმინება.
მორიელი: დღის მთავარი მიმართულება სამუშაო და ჯანმრთელობაა. ენერგიის ძლიერი მოზღვავება დაგეხმარება დაგროვილი საქმეების სწრაფად დასრულებაში, თუმცა ორგანიზმს ზედმეტად ნუ გადატვირთავ.
მშვილდოსანი: ვნების, შემოქმედებისა და ნათელი ემოციების დროა! დღის ცეცხლოვანი ენერგია შთაგონებას მოგცემს პირადი პროექტებისთვის, რომანტიკისა და ბავშვებთან ურთიერთობისთვის.
თხის რქა: დღის ემოციური ცენტრი სახლი და ოჯახია. ოჯახურ გარემოში შესაძლოა შენი სიმშვიდე და უთანხმოების განმუხტვის უნარი გახდეს საჭირო.
მერწყული: დღე ინფორმაციულად დატვირთული და ძალიან აქტიური იქნება. გაფილტრე მიღებული ინფორმაცია და მგზავრობისას თუ მიმოწერისას სიტყვიერ პროვოკაციებს ნუ აჰყვები.
თევზები: წინა პლანზე პირადი ფინანსებისა და რესურსების საკითხები გამოდის. მოერიდე ემოციურ ფონზე საყიდლების გაკეთებას და ყურადღება ბიუჯეტის გაძლიერებაზე გადაიტანე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მრავალმხრივ ნიჭიერი“ - თიკა ფაცაცია გადასაღები მოედნიდან კადრებს გვიზიარებს