Digest Logo

როდის აღდგება საერთაშორისო ფრენები?

1607928817
ფრენების აღდგენა

დანიური საინვესტიციო ბანკის Saxo Bank-ის პროგნოზით საერთაშორისო ფრენები სრული დატვირთვის ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ აღდგება, თუმცა, საჰაერო მიმოსვლა უკვე მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყება. ზაფხულში კი ის კორონამდელი პერიოდის 70-80%-ს მიაღწევს. ასეთ განცხადებას ბანკის დირექტორი ინვესტიციების საკითხში სტინ იაკობსენი აკეთებს.

იაკობესნის თქმით, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას, როგორიც არის მოგზაურობა, დღესასწაულები, დრო დასჭირდება და ეს თანდათანობით, ეტაპობრივად მოხდება.

ბანკის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსმა მნიშვნელოვნად შეცვალა სამყარო და ის ისეთი, როგორიც მანამდე იყო, აღარასოდეს იქნება. მაგალითად, შეიზღუდება მივლინებების რაოდენობა, ოფისში ამდენი ადამიანის მუშაობა აღარ იქნება საჭირო, რადგან პროდუქტიული მუშაობისთვის დისტანციურად საქმის კეთებაც საკმარისია, მიიჩნევს იაკობსენი