მიანმარის კაჩინის რეგიონში აღმოჩენილ 100 მილიონი წლის წინანდელ ქარვაში მეცნიერებმა უნიკალური ანატომიის მქონე ცარცული ფაუნის წარმომადგენელი იპოვეს.
მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ბაღლინჯო Heteroptera-ს იდენტიფიცირება მოახერხეს, რომლის წინა ფეხებიც კიბორჩხალას კიდურების მსგავსი მასიური მარწუხებითაა შემკული. მწერებში ასეთი მორფოლოგიური თავისებურება, რომელიც პინცეტის ფუნქციას ასრულებს, უკიდურესად იშვიათია.
უჩვეულო გარეგნობამ და კიდურების განლაგებამ მეცნიერებს ორიგინალური სახელწოდებისკენ უბიძგა. ახალმა გვარმა მიიღო სახელი Carcinonepa, სადაც პირველი ნაწილი „კიბორჩხალას“ ნიშნავს, ხოლო მეორე - წყლის ბაღლინჯოების ჯგუფს, Nepomorpha-ს. თუმცა, ყველაზე საინტერესო სახეობის სახელწოდებაში - libererrantes-ში იმალება.
პრივატ-დოცენტი კაროლინ ჰაუგი ამ არჩევანის საიდუმლოს ასე ხსნის:
„სახეობის სახელწოდება libererrantes - არის ძალიან პოპულარული კორეული პოპ-ჯგუფის, Stray Kids-ის სახელის ლათინიზებული ფორმა.
ეს სახელი შესაფერისად მოგვეჩვენა, რადგან ნამარხი მწერის მარწუხების მდებარეობა ძალიან ჰგავს ჯგუფის საფირმო პოზას.
აქვე უნდა დავსძინო, რომ Stray Kids სტატიის ერთ-ერთი ავტორის, ფენია ჰაუგის საყვარელი ჯგუფია“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „სიმშვიდე თქვენი მთავარი სტრატეგიაა...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი