კლიმატის ცვლილების სამსახურის თანახმად, 2024 წლის ზაფხული, დედამიწაზე ყველაზე თბილი იყო.
მიმდინარე წელს, გლობალური საშუალო ტემპერატურა 1991-2020 წლების საშუალო ტემპერატურას 0,7 გრადუსით აღემატებოდა, რაც რეკორდულად ყველაზე მაღალია.
თუმცა აქამდე, 2023 წელი ისტორიაში ყველაზე თბილი წელი იყო.
მთელს ევროპაში, ზაფხულის განმავლობაში ტემპერატურის რეკორდი მოიხსნა. ავსტრიას ისტორიაში ყველაზე თბილი ზაფხული ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ მთელს ევროპაში სიცხე სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში იყო ფოკუსირებული, უფრო მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ირლანდიის რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიის დასავლეთ ნაწილში, ისლანდიასა და სამხრეთ ნორვეგიაში.
„ელ-ნინიოს“ დათბობის დასასრული - ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენა, თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩნდება სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ და გაბატონებულია არანაკლებ ერთი წელი.
2023 წლიდან 2024 წლამდე, რეკორდული სიცხე „ელ-ნინიოს“ გამო დაფიქსირდა.
„ელ-ნინო“ - წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე - დაფიქსირდა.
ამ დროის განმავლობაში კი, ზღვის ზედაპირის მაღალი ტემპერატურა, ატმოსფეროსაც მეტ სითბოს მატებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე დასრულდა, მისი როლი გლობალურად ტემპერატურის მატებაში მთლიანობაში გავლენას მოახდენს 2024 წელზე.
ავსტრალიის მეტეოროლოგიის ბიუროს მეცნიერები მიიჩნევენ, რომ წყნარი ოკეანე უახლოეს თვეებში „ლა-ნინოს“ უფრო გრილ ფაზაში შევა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უკეთესი გუნდი გავხდით, თუმცა ამ ჯგუფში იოლი თამაშები არ გვექნება“ - გურამ კაშია