ვიეტნამში, ქალაქ ნაჩანგში, სილამაზის რიგით 73-ე საერთაშორისო კონკურსის - „მის მსოფლიო 2026“-ის ფინალი გაიმართა. 110 ქვეყნის წარმომადგენელს შორის გამარჯვება და ნანატრი „ლურჯი გვირგვინი“ დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელმა, ჯოჰეირი მოლა დომინგესმა მოიპოვა.
პირველი ვიცე-მისის ტიტული ესპანელ ელისაბეთ რეინეს ალაბერნს ერგო, ხოლო მეორე ვიცე-მისი მალაიზიელი ტაანუსია ჩეტი გახდა. გამარჯვებულს გვირგვინი „მის მსოფლიო 2025“-ის ტიტულის მფლობელმა, ტაილანდელმა ოპალ სუჩატამ გადასცა.
ვინ არის „მის მსოფლიო 2026“?
ჯოჰეირი მოლა განათლებით ბიზნესის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სპეციალისტი, პედაგოგი, ტელეჟურნალისტი და პროფესიონალი მოდელია. ის არის საქველმოქმედო ორგანიზაციის, Voices of Tomorrow-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი, რომელიც მოწყვლად თემებში მცხოვრები ბავშვებისთვის ინგლისური ენის უფასო სწავლებას უზრუნველყოფს.
ფინალურ ეტაპზე, ჟიურის კითხვაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მისი სოციალური პროექტი, ჯოჰეირიმ უპასუხა:
„ჩემი მიზანია ინგლისური ენის პროგრამები მივიტანო იმ ბავშვებთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან მჯერა, რომ ამ ენის ცოდნა მათთვის უამრავ შესაძლებლობას გახსნის. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩებათ და მომავალს შეუცვლის“,- აღნიშნა გამარჯვებულმა.
ჟიურის წევრთა შეფასებით, წლევანდელი კონკურსი განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ „მის მსოფლიოს“ ორგანიზაციამ დაარსებიდან 75 წლის იუბილე აღნიშნა.
View this post on Instagram