Digest Logo

24 წლის ცნობილი უგანდელი ბლოგერი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

1770381566
 უგანდელი ბლოგერ

24 წლის უგანდელი ბლოგერი, დიანა ნამულინდი, რომელიც სოციალურ ქსელებში Diana Skys-ის სახელითაა ცნობილი, უგანდის შტატის ქალაქ კამპალაში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

მედიის ცნობით, ნამულინდის ცხედარი მისმა მეგობრებმა იპოვეს, რომლებიც მის სანახავად მივიდნენ და ბინის კარები ღია დახვდათ. მედია წერს, რომ ბლოგერი ბინაში მარტო ცხოვრობდა.

dailymail-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნამულინდის დახრჩობის კვალი აღენიშნებოდა.

კამპალას მეტროპოლიტენის პოლიციის პრესმდივნის მოადგილემ, ლუკ ოვოისიგირემ, ადგილობრივ მედიას დაუდასტურა, რომ ბლოგერის ბინაში მკვლელობების გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ და შემთხვევის ადგილი შეისწავლეს.

მედიის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით პოლიციას სამი ეჭვმიტანილი ჰყავს, რომელთაგან ორი უკვე დაკავებულია. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ცნობისთვის, ნამულინდეს ონლაინ სივრცეში მნიშვნელოვანი აუდიტორია ჰყავს, მას თითქმის 200 000 გამომწერი ჰყავს Instagram-სა და TikTok-ზე, სადაც ის სილამაზის, მოდის, ცხოვრების წესისა და მოგზაურობის შესახებ კონტენტს აზიარებდა.