Digest Logo

29 დეკემბერი ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის გარდაცვალების დღეა

1735453231
პელეპელეპელე

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე 2022 წლის, 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პელე იყო ფეხბურთელი, რომელიც მრავალი სპეციალისტის, ფეხბურთელისა და გულშემატკივრის მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. 1999 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა „საუკუნის ფეხბურთელად“. იმავე წელს ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა France Football-მა საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხა ოქროს ბურთის მფლობელები; პირველ ადგილზე გავიდა პელე. 1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სააგენტო Reuters-მა, ხოლო 2001 წელს გაზეთმა L'Équipe-მა პელე საუკუნის სპორტსმენად დაასახელა. თავისი საფეხბურთო კარიერის დროს, ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი იყო.

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, პელე საუკეთესო საჩემპიონატო ბომბარდირია, 541 გატანილი ბურთით. სულ, მას 1281 გოლი აქვს გატანილი 1363 მატჩში. ფეხბურთში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, თავის მშობლიურ ბრაზილიაში, პელე ეროვნულ გმირად მიიჩნევა. აქტიურად მონაწილეობს სოციალური ვითარების გაუმჯობესების კამპანიებში (თავისი მე-1000 გოლი ბრაზილიის ღარიბ ბავშვებს მიუძღვნა). მოიხსენიებენ როგორც „შავ მარგალიტს“ (Pérola Negra), „ფეხბურთის მეფეს“.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ვირუსების სეზონი და საფრთხეები - მედიკოსების ყველაზე ეფექტურ რეკომენდაციად ვაქცინაცია სახელდება

⭕„შესაძლოა ორ ადამიანს შორის მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება...“ - 2025 წლის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის სოფია ბზეკალავასგან

🎥 „შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი...დანარჩენი 9 თვე უკვე ტკივილი იყო… სიკვდილი გააიოლე ბერიკ“ – მსახიობ ზურა ბერიკაშვილზე ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ