Digest Logo

35 წლის ასაკში საკულტო საშინელებათა ფილმ „ზარის“ ვარსკვლავი დეივი ჩეისი გარდაიცვალა

1781761612
დევი ჩეისი

ამერიკელი მსახიობი დეივი ჩეისი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაცია გამოცემა TMZ-ს მისმა ბოიფრენდმა, როი ერნანდესმა დაუდასტურა. 

ერნანდესის განცხადებით, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები გახდა. ჩეისს მენინგიტი და სისხლის რამდენიმე სერიოზული ინფექცია ჰქონდა. ბოლო პერიოდში იგი სრულიად გამოფიტული იყო, რის ფონზეც სეფსისი განუვითარდა. მკურნალი ექიმები მისი მდგომარეობის შესახებ თავიდანვე არასახარბიელო პროგნოზებს აკეთებდნენ.

„ზარის“ საკულტო პერსონაჟი და აღიარება კინოსამყაროში

დეივი ჩეისმა მსოფლიო პოპულარობა საშინელებათა ჟანრის საკულტო ფილმ „ზარში“ (The Ring) შესრულებული სამარა მორგანის როლით მოიპოვა. ეს დასამახსოვრებელი და შემზარავი როლი მან სულ რაღაც 11 წლის ასაკში ითამაშა. ამ ბრწყინვალე შესრულებისთვის მსახიობი პრესტიჟულ MTV Movie Award-ზე ნომინაციაში „საუკეთესო ბოროტმოქმედი“ დააჯილდოვეს.

კინოკარიერის განმავლობაში ჩეისმა თავი არაერთი ცნობილი პერსონაჟის გახმოვანებითაც დაამახსოვრა მაყურებელს:

მან გაახმოვანა ლილო პოპულარულ მულტფილმში „ლილო და სტიჩი“ (2002).

მისი ხმით საუბრობს ტიჰირო ოგინო საკულტო ანიმეს, „უჩინართა ქვეყანაში“, ინგლისურენოვან ვერსიაში.

მოგვიანებით, დეივი ჩეისმა მონაწილეობა მიიღო ისეთ ცნობილ კინოპროექტებში, როგორებიც არის: „დონი დარკო“, „ს. დარკო“, „ბეთჰოვენი 5“, „საბრინა - პატარა ალქაჯი“, პოპულარული სერიალი „სასწრაფო დახმარება“ და HBO-ს დრამატული სერიალი „დიდი სიყვარული“.