Digest Logo

🎥 „4 თვე საწოლს ვიყავი მიჯაჭვული...აღარ მეგონა, რომ ოდესმე ავდგებოდი“ - ალა პუგაჩოვამ განმარტა, რატომ დადის ხელჯოხით

1785223379
ალა პუგაჩვაალა პუგაჩვა

ლეგენდარული მომღერალი ალა პუგაჩოვა ქალაქ იურმალაში, ლაიმა ვაიკულეს ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს „იურმალა“ კვლავ ესტუმრა. ღონისძიებაზე გამოჩენილმა პრიმადონამ ჟურნალისტებთან თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

77 წლის ალა პუგაჩოვამ მედიასთან განმარტა, თუ რატომ ჩნდება საჯაროდ ხელჯოხით ბოლო თვეების განმავლობაში:

„არავისთვის არაფერი მითქვამს. საქმე ისაა, რომ ოთხი თვის განმავლობაში შეუძლოდ ვიყავი. იმიტომ, რომ დავეცი. მოკლედ, ფეხი და თეძო მოვიტეხე და სიმართლე გითხრათ, აღარ მეგონა, რომ ოდესმე ავდგებოდი. პანიკური შეტევები მქონდა, საშინლად ვიყავი“,- აღნიშნა პრიმადონამ.

როგორც პუგაჩოვამ განმარტა, დაცემის შემდეგ, იგი პრაქტიკულად ოთხი თვის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული და ეშინოდა, რომ ვეღარასდროს შეძლებდა სიარულს. როგორც ალა პუგაჩოვამ აღნიშნა, ფსიქოლოგის დაეხმარებით შფოთვასა და პანიკურ შეტევებს გაუმკლავდა.

„ექიმებმა მაშინვე გამაფრთხილეს, რომ გამოჯანმრთელებას შეიძლება მინიმუმ ექვსი თვე დასჭირვებოდა“,- დასძინა ალა პუგაჩოვამ მედიასთან.