Digest Logo

52 წლის მსახიობი პენელოპე კრუსი სოციალურ მედიაზე: „ეს ბავშვებისთვის ძალიან საშიში იარაღია“

1786358161
პენელოპე კრუსი

ესპანელი მსახიობი პენელოპე კრუსი ჟურნალ PORTER-ის 2026 წლის ივლისის ნომრის გარეკანს ამშვენებს და გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში პირად ცხოვრებაზე, დედობაზე, ქორწინებასა და კარიერაზე საუბრობს.

პენელოპე კრუსი PORTER-ის ახალი ნომრის მთავარი გმირია. გამოცემამ მას ვრცელი ინტერვიუ მიუძღვნა, რომელშიც კრუსი ამბობს, რომ ადამიანი მხოლოდ ერთი რამით ვერ განისაზღვრება და მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი ერთმანეთისგან განსხვავებულ გამოცდილებებს ქმნის.

52 წლის მსახიობმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა მეუღლესთან, მსახიობ ხავიერ ბარდემთან ურთიერთობაზე და შვილების აღზრდაზე.

კრუსის თქმით, მას სურს, შვილებთან ისეთი ურთიერთობა ჰქონდეს, სადაც ისინი თავისუფლად შეძლებენ ნებისმიერ თემაზე საუბარს და თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ.

„ჩემი მშობლები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, როცა მე გავჩნდი, ამიტომ გავიზარდე ისე, რომ მათთან ყველაფერზე შემეძლო საუბარი. მინდა, იგივე ურთიერთობა მქონდეს ჩემს შვილებთან, შევქმნა მათთვის უსაფრთხო გარემო, სადაც ნებისმიერ კითხვას დასვამენ და ყველაფერს გამიზიარებენ, რაც სჭირდებათ. მე კი მათ განსჯის გარეშე მოვუსმენ“, - აღნიშნა პენელოპე კრუსმა.

განსაკუთრებული ყურადღება მსახიობმა სოციალურ მედიაზეც გაამახვილა. მისი თქმით, მოზარდებისთვის დღევანდელი ციფრული გარემო განსაკუთრებით რთულია და მშობლებს უფრო დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა სახლში სწორი და უსაფრთხო გარემო შექმნან.

„ადამიანები მთელი ცხოვრება მიყურებდნენ. თუმცა მე თვითონაც მუდმივად ვაკვირდები - ვუყურებ ადამიანებს, ვეძებ კონტექსტს, ვაკეთებ ჩანაწერებს გონებაში და შემდეგ ამ ყველაფერს პერსონაჟების შექმნისას ვიყენებ. არ ვიცი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, იმ დროს, პუბერტატის პერიოდში, ტელეფონი და სოციალური მედიის ყველა ის საშინელება რომ მქონოდა. ძალიან რთულია დღეს მოზარდობა, რას აწვდიან ბიჭებს, რის დაჯერებას აიძულებენ. ეს არის მანიპულაციის ფორმა, რომელიც ზრდასრულებსაც კი აბნევს. მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის ეს ძალიან საშიში იარაღია“,- აღნიშნა მსახიობმა.