🌑 12 - 28 აგვისტო დაბნელებების კორიდორი 12 აგვისტოს მოხდება სრული მზის დაბნელება, ხოლო 28 აგვისტოს კი მთვარის დაბნელება.
🌕 ამ ორ მოვლენას შორის პერიოდს ხშირად დაბნელებების კორიდორს უწოდებენ. ვედური ასტროლოგიის მიხედვით, დაბნელების ეფექტი იწყება მზის დაბნელებიდან 5 დღით ადრე და გრძელდება მთვარის დაბნელებიდან კიდევ 5 დღე (7 აგვისტო - 2 სექტემბერი) დაბნელება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ცუდი მოვლენა უნდა მოხდეს.
უფრო სწორია ვთქვათ, რომ ასეთ პერიოდში შეიძლება შემცირდეს სიცხადე და ზედაპირზე ამოვიდეს ის, რაც მანამდე დაფარული, გადადებული ან გაუცნობიერებელი იყო 12 აგვისტოს მზის დაბნელება ხდება კირჩხიბში, აშლეშა ნაკშატრაში აშლეშა დაკავშირებულია ღრმა ფსიქოლოგიურ პროცესებთან, მიჯაჭვულობასთან, კონტროლთან, ფარულ მოტივებთან და იმასთან, რაც გარედან ყოველთვის არ ჩანს ამიტომ მომდევნო პერიოდში შეიძლება უფრო მკაფიოდ გამოვლინდეს:
🟨 ძველი გადაუჭრელი საკითხები;
🟨ურთიერთობებში დაგროვილი დაძაბულობა
🟨 დაფარული ინფორმაცია
🟨 შიში და მიჯაჭვულობა
🟨 საკუთარი რეალური მოტივები
🟨 საჭიროება, რომ რაღაცას სხვაგვარად შევხედოთ
დაბნელებების კორიდორის მთავარი პრინციპია:
❤️ ნაკლები იმპულსური რეაქცია და მეტი დაკვირვება.
თუ რაღაც ძალიან ძლიერად იგრძენით, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იმავე წუთში უნდა იმოქმედოთ განსაკუთრებული სიფრთხილეა სასურველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს❗️
ურთიერთობებში, ფინანსებში, სამსახურის შეცვლისას, ხელშეკრულებებისა და დიდი შენაძენების შემთხვევაში ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი არ უნდა ვაკეთოთ და ცხოვრება გავაჩეროთ უბრალოდ თუ შესაძლებელია, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ძლიერი ემოციის, შიშის ან ეიფორიის ფონზე გადაამოწმეთ ინფორმაცია და მიეცით სიტუაციას დრო ამ პერიოდში განსაკუთრებით სასარგებლოა:
🟩 რეგულარული მედიტაცია
🟩 მეტი სიჩუმე
🟩 ბუნებაში ყოფნა
🟩 ზომიერი კვება
🟩 ძილის რეჟიმის დაცვა
🟩 მანტრა და ლოცვა
🟩 წმინდა ტექსტების კითხვა
🟩 ქველმოქმედება
ასევე კარგია შევამციროთ ყველაფერი, რაც გონებას ზედმეტად აღაგზნებს ახალი ამბები, სოციალური ქსელების გადაჭარბებული მოხმარება, კამათი, ჭორაობა, ალკოჰოლი და ძილის დარღვევა.
ამ პერიოდში ღირს საკუთარ თავს ვკითხოთ:
რას ვეჭიდები?
რის დაკარგვას ვუფრთხი?
სად ვცდილობ ყველაფრის კონტროლს?
სად ვმოქმედებ შიშიდან და არა სიცხადიდან?
რა დავინახე ახლა ისეთი, რასაც ადრე ვერ ვხედავდი?
ვედურ ტრადიციაში უშუალოდ დაბნელების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ითვლება მედიტაცია, მანტრა, ლოცვა და სულიერი პრაქტიკა მთავარია არა შიში, არამედ ცნობიერება.
☀️ დაბნელებების კორიდორი არ არის პერიოდი, როდესაც ცხოვრება უნდა გავაჩეროთ პირიქით, ეს არის დრო როდესაც ცოტა უფრო ნელა ვიმოძრაოთ, ნაკლებად ვიმოქმედოთ ავტომატურად და უფრო ყურადღებით დავაკვირდეთ იმას, რასაც ჩვენი გონება, ურთიერთობები და მოვლენები გვაჩვენებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
თბილისის „იბერიამ“ „ლარნი“ დაამარცხა და ევროტურნირის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა
⭕„მოემზადეთ, სურვილების ჩაფიქრების ჯადოსნური დროა“ - მეტეორების წვიმა: რჩევები ქეთი ოდიშელისგან
⭕ „კეთილია ის, რომელსაც არ შეუძლია სიცოცხლე ქრისტეს გარეშე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
წყარო: www.facebook.com