სელინ დიონი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა. მომღერალმა პარიზის რეზიდენციის პირველი კონცერტი ნანტერში გამართა - Plénitude Arena-ზე მის გამოსვლას 30 ათასამდე მაყურებელი დაესწრო.
2022 წელს, დიონმა განაცხადა, რომ იშვიათი ნევროლოგიური დაავადების - კუნთების სიხისტის სინდრომი დაუდგინეს. სცენაზე დაბრუნებამდე მომღერალი საზოგადოების წინაშე მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა, მათ შორის 2024 წელს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იმღერა.
სულ დიონი ნანტერში 26 კონცერტს გამართავს, რომლებიც 2027 წლის 29 მაისამდე გაგრძელდება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჯანმრთელი ნაწლავის გარეშე ფსიქიკური ჯანმრთელობა რთულად წარმოსადგენია...“ - ლევან შელეგიას რჩევები