Digest Logo

„ჯანმრთელი ნაწლავის გარეშე ფსიქიკური ჯანმრთელობა რთულად წარმოსადგენია...“ - ლევან შელეგიას რჩევები

1789297208
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს:

„ესეც გავარკვიოთ  

1. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს მთავარი პრობლემა და ყველაფრის თავი არის აკვიატებული ფიქრები, შიშები, არა რიტუალები.

პირიქით, რიტუალური ქმედებები ამშვიდებს პაციენტს.

2. თვეში 20-ჯერ ეაკულაცია გვიცავს პროსტატის კიბოსგან.

3. ბალანიტი, პენისის თავის ანთება, შეიძლება გამოიწვიოს როგორც ჰიგიენის დეფიციტმა, ასევე ჰიგიენის გადამეტებამაც. ბანაობის რუტინის პარალელურად ოპტიმალურია შუალედებში პენისის თბილი წყლით დაბანა.

4. ბიჭებო, სათესლე ჯირკვლები ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმსივნის ადგილია ახალგაზრდებში.
თვეში ერთხელ შეიმოწმეთ კვერცხები. თუ რამე უჩვეულო მოგეჩვენათ, მაგ. გამაგრებული აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

5. კვერცხებზე გამახსენდა - კვერცხი (არა ადამიანის) ძალიან სასარგებლო, ვიტამინებით და მინერალებით სავსე საკვებია, ც ვიტამინის გარდა ყველა ვიტამინს შეივავს.

ქოლესტერინის დონეს ისედაც ღვიძლი და გენეტიკა არეგულირებს პირველ რიგში და არა საკვები.

6. გინდა დაწიო ქოლესტერინი? აბა, ნახშირწყლების შემცირებით დაიწყე.

7. ყველაზე არაჯანსაღ საკვებად ითვლება ყველაფერი, რაც არის:

high in sugar - შაქრით სავსე

hight in fat - ცხიმით სავსე

highly processed - ინდუსტრიულად მრავალჯერ გადამუშავებული.

8. ჯანმრთელი ნაწლავის გარეშე ფსიქიკური ჯანმრთელობა რთულად წარმოსადგენია. მიხედეთ ამ თემას საგულდაგულოდ!

9. ნაწლავის დაავადებების დროს, განსაკუთრებით ქრონიკული, ხანდახან გვეხმარება ანტიდეპრესანტები და პირიქითაც- ფსიქიკური დაავადებების დროს შეიძლება გამოგვადგეს ნაწლავზე გათვლილი პრეპარატები.

10. ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ პრობიოტიკებით აღიდგინეთ მწყობრიდან გამოსული ნაწლავის ფლორა. მაწონი, იოგურტი უკვე სწორი ნაბიჯებია.

11. დამამშვიდებლების (ბენზოდიაზეპინები, კორსიზი, კორვალოლი..) ხშირმა მოხმარებამ შეიძლება დეპრესია ჩამოაყალიბოს.

12. პანიკური აშლილობა, აგორაფობია, კარდიოფობია, სოციალური ფობია ბოლომდე იკურნება!

13. სურდოს, გრიპის და სხვა ინფექციების დროს ბუნებრივია დეპრესიის მსგავსი სიმპტომები (უენერგიობა, უხალისობა, უმადობა, არაფრის სურვილი, პესიმისტური განწყობა).

ამას ევოლუციური აზრი აქვს და ჰქვია sickness behavior. სრულიად უსაფრთხოა და ინფექციებთან ერთად მთავრდება.

14. თუ ბეტა-ბლოკერს იღებთ (კონკორი, იგივე ბისოპროლოლი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი...) ეს უთხარით სტომატოლოგსაც და სასწრაფოს ექიმსაც, რომ ნათ ადრენალინი შესაბამისი, ტენდენციურად უფრო მაღალი დოზირებით გამოიყენონ.

15. ფსიქოლოგიურად სათანადოდ მომზადებული ორსული ბევრად კომფორტულად იმშობიარებს, ვიდრე ემოციებს, პანიკას აყოლილი მშობიარე.

16. გაუფრხთილდით თვალის ჩინივით არტერიებს!

თანამედროვე ცხოვრების სიკვდილიანობის დიდი ნაწილი დაზიანებული არტერიებიდან იღებს სათავეს.

- დაარეგულირეთ მაღალი წნევა
- ქოლესტერინი
- გლუკოზა
- ჭარბი წონა
- უმოძრაობა
- აიკრძალეთ მოწევა!

17. ჰარვარდის უნივერსიტეტის რამდენიმე დეკადის მომცველი კვლევა გვაჩვენებს, რომ ბედნიერება უპირველეს ყოვლისა ასოცირდება ჯანსაღ, ბედნიერ, იმედიან, თბილ სოციალურ ურთიერთობებთან.

შორს ცუდი, ბევრი და ახლოს კარგი, ცოტა ხალხი.

18. არ დაელოდო ორშაბათს, ახალ თვეს ან წელს. აი, ამ პოსტის კითხვას როგორც კი მორჩები, ეგრევე დაიწყე იმის კეთება, რასაც ამდენი ხანი სულ დებდი და თავს არიდებდი.

19. გიჭირს სპორტის დაწყება? არ დაიდარდო!

უამრავი კვლევა გვაჩვენებს, რომ 1 წუთი მოძრაობა უკვე საქმეა, 2 ხომ საერთოდ.

ერთი გაჩერებით ადრე ჩამოდი ტრანსპორტიდან, ერთი სართულით ადრე ლიფტიდან, სამზარეულოდან ერთბაშად არ მოიტანო წყალიც და ჭიქაც, არამედ ცალ-ცალკე...

20. ივარჯიშე ოპტიმიზმში, რომ შეგერგოს დღევანდელი დღე!“, - წერს ლევან შელეგია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოსალოდნელია სასიხარულო ფინანსური სიახლე...“ - ვის გაუმართლებს უახლოეს დღეებში: თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„ზედაპირული საუბრები და ხმაურიანი შეკრებები ენერგიას დაგაკარგვინებთ...“ - ტაროლოგიური პროგნოზი 13 სექტემბრისთვის

⭕ „ზედაპირული რომანები და მსუბუქი ფლირტი უკანა პლანზე გადადის...“ - ვენერა მორიელში: რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი