Digest Logo

71 წლის ჯეკი ჩანმა გამოსამშვიდობებელი სიმღერა ჩაწერა - კომპოზიცია მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გასაჯაროვდება

1794298888
ჯეკი ჩანი ჯეკი ჩან

მსოფლიო კინოს ლეგენდამ, 71 წლის ჯეკი ჩანმა გაამხილა, რომ სპეციალური სიმღერა ჩაწერა, რომლის მოსმენასაც საზოგადოება მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეძლებს.

ჰოლივუდის ვარსკვლავის თქმით, ეს არ არის დამშვიდობება ან განცხადება ჯანმრთელობის პრობლემებზე, არამედ განსაკუთრებული, ემოციური გზავნილია საყვარელი ადამიანებისა და გულშემატკივრებისთვის.

არტისტმა ამის შესახებ პეკინში, თავისი ახალი ფილმის - Unexpected Family-ს პრემიერაზე ისაუბრა. ჯეკი ჩანის განცხადებით, ბოლო წლებში უამრავი ახლობლისა და მეგობრის დაკარგვამ მას სიცოცხლის, დროის მნიშვნელობისა და იმ განუზომელი ღირებულების შესახებ დააფიქრა, რასაც საყვარელი ადამიანებისთვის გრძნობების დროულად გამჟღავნება ჰქვია.

მსახიობმა უკვე დაავალა საკუთარ ასისტენტებსა და გუნდს, რომ საიდუმლო კომპოზიცია მხოლოდ იმ დღეს გაასაჯაროონ, როდესაც ამ ქვეყნიდან წავა.

როდესაც ღონისძიებაზე ჟურნალისტებმა სთხოვეს, სიმღერის მცირე მონაკვეთი მაინც გაეზიარებინა, ჯეკი ჩანმა უარი განაცხადა. მისი თქმით, ტექსტი და მელოდია იმდენად სენტიმენტალურია, რომ მსმენელს ცრემლებს მოჰგვრიდა.

კინოსამყაროს ცოცხალმა ლეგენდამ, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში უამრავ თაობას ბავშვობა გაულამაზა, კიდევ ერთხელ შეახსენა გულშემატკივრებს, რომ დააფასონ თითოეული წამი და არ გადადონ საყვარელი ადამიანებისთვის სიყვარულის ახსნა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სცენაზე როგორ ავედი ისიც არ მახსოვს...“ - ვინ არის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი?

⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 9-15 ნოემბრის კვირაში განსაკუთრებული წარმატება ელოდება - „ ახალი შანსების გამოყენებას არ მოერიდოთ“

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 ნოემბერს საქართველოში

წყარო: www.china.org.cn

✕