Digest Logo

🎥 „სცენაზე როგორ ავედი ისიც არ მახსოვს...“ - ვინ არის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი?

1794290180
მაკა გოგებაშვილი

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი ნარგიზი თავართქილაძე გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ობიექტივში მოხვდა, სადაც ცხოვრებაზე, განვლილ გზასა და სახალხო დაფასებაზე ისაუბრა:

„პატარა ბავშვივით ამეტირა. სცენაზე რომ გავედი, მერიდებოდა და ვფიქრობდი ამხელა აუდიტორიაში არ დამეწყო ტირილი. ჩემი ემოცია რომ შემეკავებინა ამაზე ვიყავი კონცენტრირებული. სცენაზე როგორ ავედი ისიც არ მახსოვს. ყველაზე დიდი ჯილდო ბავშვების სიყვარულია.

ამ სიყვარულთან ერთად მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ძალიან ძვირფასია. წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ვშრომობდი. ვიყავი გზების ძიებაში, როგორ მიმეტანა ბავშვებამდე სათქმელი. ბოლოს აქამდე მოვედი. სიხარულთან ერთად სითბოთი მქონდა გული სავსე. ვიღაცამ როგორ დაინახა და დააფასა ჩემი შრომა. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. რამდენიმე დღე ისე ვიყავი, ვერც ვიაზრებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემ გარშემო ხდებოდა“, - აღნიშნა ნარგიზი თავართქილაძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 9-15 ნოემბრის კვირაში განსაკუთრებული წარმატება ელოდება - „ ახალი შანსების გამოყენებას არ მოერიდოთ“

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 ნოემბერს საქართველოში

⭕ „ფიზიკური აქტივობით დაიწყეთ...“ - 10 ნოემბრის ენერგიები

✕