მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრა. ის სისხლის ღვრისა და ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.
„ჩვენი უფალი და მხსნელი იესო ქრისტე არის „მშვიდობის ღმერთი. ჩვენ, ასევე, მოხარულნი ვართ, რომ ვხედავთ რუსეთის მოქალაქეების გაბედულ რეაქციას სისხლის ღვრაზე. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი ომის ყველა ფრონტზე. ძალადობა და ომი არა მხოლოდ არ წყვეტს უთანხმოებებს, არამედ იწვევს ტკივილსა და სიკვდილს და ქმნის უფრო რთულ პრობლემებს. შეჭრა და ომი ახლავე უნდა დასრულდეს და უნდა მიეცეს ახალი შესაძლებლობა დიალოგს. ომი არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რომელიც ახლა მშვიდობის კანონია“, - განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება