Digest Logo

„ალენ დელონი ვარსკვლავზე მეტი იყო“ - ემანუელ მაკრონი

1723981840
ალენ დელონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ალენ დელონის გარდაცვალებას ეხმაურება.

„ბატონი კლაინი თუ როკო, ლეოპარდი თუ სამურაი, ალენ დელონმა ლეგენდარული როლები შეასრულა და გააოცა მსოფლიო. თავისი დაუვიწყარი სახით მან ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მელანქოლიური, პოპულარული, იდუმალი, ის ვარსკვლავზე მეტი იყო - ის ფრანგული ძეგლი იყო“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

 

88 წლის ასაკში ფრანგული კინოს ლეგენდარული მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა.

ოჯახის განცხადებით, მსახიობი ლუვრის რეგიონში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა, სამი შვილისა და ოჯახის სხვა წევრების გარემოცვაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ გავრისკოთ ფულთან დაკავშირებული საქმეები და საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა“ - 18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

⭕„დღე, როდესაც შენ აღარ გენდობი, ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი იქნება“ - რომი შნაიდერის და ალენ დელონის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია

⭕ალენ დელონი გარდაიცვალა