Digest Logo

Amazon-ზე „ქალწულობის აღმდგენი“ ჩხირები გამოჩნდა - მარკეტინგული ხრიკი თუ სინამდვილე?

1739954245
ქალიშვილობის აღმდგენი

ონლაინპლატფორმა Amazon-ზე „ქალწულობის აღმდგენი“ ჩხირები გამოჩნდა. როგორ უცხოური გამოცემები წერენ, ქალები მასობრივად ყიდულობენ „ქალწულობის ჩხირებს“, რის შემდეგაც, დაპირებული „გაახალგაზრდავების“ ეფექტის ნაცვლად, ლორწოვანი გარსის დამწვრობის იღებენ. ამასთან, მათ ინფექციური დაავადებების ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებათ.

სახიფათო, მაგრამ იაფი ხალხური საშუალების მქონე ჩხირებმა ფაქტობრივად წალეკა ინტერნეტპლატფორმები, იუწყება SHOT ტელეგრამის არხის თანახმად, „სასწაული საშუალების“ გამყიდველები სულ რაღაც 5-6 ლარად ჰპირდებიან ქალბატონებს „ქალწულობის აღდგენის“ ეფექტს.

აღნიშნული ჩხირი, წარმოდგენილია ჩინური ტრადიციული მედიცინის უკიდურესად გაურკვეველი შემადგენლობით.

გამყიდველები ამტკიცებენ, რომ ის შეიცავს ტალკს, მარგალიტის ფხვნილს, ცხრატყავას და ბორნეოლს. პროდუქტის გამოსაყენებლად, ის უნდა იყოს ჩასმული საშოში, რის შემდეგაც „ჯადოსნობა“ უნდა მოხდეს ჯოხის ბრუნვის შედეგად.

აღსანიშნავია, რომ პოზიტიურ მიმოხილვებს შორის ასევე ბევრი საშინელი ამბავია ლორწოვან გარსზე დამწვრობის, სისხლდენისა და ჯოჯოხეთური ტკივილის შესახებ.

საკმაოდ ბევრი ქალი უჩიოდა ანთებას და ბაქტერიულ ინფექციას. თავად გამყიდველები უარს ამბობენ საქონლის სერტიფიკატების მიწოდებაზე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ტვინი სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს მუშაობას... შესაძლოა, სიკვდილის პროცესი ბევრად უფრო რთული იყოს“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე?

🎥 „ჯერ კარგად უნდა გავფერთხოთ, შემდეგ კი გავაცხელოთ ...“ - რა სახის მანიფესტაციები უნდა გავაკეთოთ სურვილების ასასრულებლად?

🎥 „უღარიბესი წყალზე გაშენებული დასახლება...“ - სოსო ნებიერიძე კადრებს ნიგერიიდან აქვეყნებს