
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც იგი წერს, რომ ადამიანის გონება სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს და რამდენიმე მეცნიერული კვლევის შედეგს გვიზიარებს:
„გონება სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს მუშაობას!
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, ჯანმოს ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი:
„ეს კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანის ტვინი სიკვდილის პროცესში აქტიურად მუშაობს. შესაძლოა, ეს აღმოჩენა გვაძლევდეს ახალ წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ სიცოცხლის დასასრულს”.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ტვინი სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს მუშაობას და აქტიურია სიცოცხლის ბოლო მომენტებში.
ახალი კვლევების თანახმად:
30 წამით ადრე და 30 წამით გვიან გულის გაჩერების შემდეგ, ტვინში ჩნდება გაძლიერებული გამა-ტალღები – ეს ტალღები დაკავშირებულია მეხსიერებასთან, ყურადღებასა და ცნობიერებასთან.
გამა-ტალღების არსებობა სიკვდილის მომენტში შესაძლოა მიუთითებდეს მეხსიერების გააქტიურებას, ცხოვრების ბოლო მომენტების გახსენებას ან ცნობიერების სხვა პროცესებს.
ტვინის აქტივობა შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან რამდენიმე საათამდე გულის გაჩერების შემდეგაც!
მეცნიერებმა დააფიქსირეს, რომ ზოგი პაციენტის ტვინმა გულის გაჩერების შემდეგაც განაგრძო ფუნქციონირება – ეს არღვევს ტრადიციულ წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ როდის ხდება რეალური „სიკვდილი”.
ეს კვლევები აღძრავს ახალ კითხვებს იმაზე, თუ როგორ არის დაკავშირებული ტვინის ფუნქცია და ცნობიერება სიცოცხლის ბოლო ეტაპებზე.
შესაძლოა, სიკვდილის პროცესი ბევრად უფრო რთული იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „უღარიბესი წყალზე გაშენებული დასახლება...“ - სოსო ნებიერიძე კადრებს ნიგერიიდან აქვეყნებს
⭕„არ უნდა გქონდეთ იმედი, რომ ადამიანი რადიკალურად შეიცვლება...“- რას წერს თაკო მელიქიშვილი?