ამერიკის შეერთებული შტატების 19 შტატში, მათ შორის, ნიუ-იორკში, კალიფორნიაში, ფლორიდასა და მასაჩუსეტსში ბიძაშვილებს, მამიდაშვილებს, დეიდაშვილებსა და ბიძაშვილებს შორის ქორწინება სრულიად ლეგალურია და არანაირ იურიდიულ ბარიერს არ ექვემდებარება.
ზოგიერთ სხვა შტატში, მაგალითად, არიზონაში, იუტასა და უისკონსინში ასეთი ქორწინება დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობებით - მაგალითად, თუ წყვილი გარკვეულ ასაკს ზემოთაა, ხშირად 65 წელს ზემოთ ან თუ დადასტურებულია, რომ მათ შვილების გაჩენა აღარ შეუძლიათ.
ისტორიული კონტექსტი
აშშ-ში ბიძაშვილებს, მამიდაშვილებსა და დეიდაშვილებს შორის ქორწინების ლეგალურობის ისტორია საკმაოდ საინტერესოა, რადგან თავდაპირველად ის ყველგან ლეგალური იყო, ხოლო მოგვიანებით აკრძალვების ტალღამ გადაუარა.
აშშ-ის მე-3 პრეზიდენტი და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი, თომას ჯეფერსონი, 1772 წელს დაქორწინდა თავის მესამე თაობის ბიძაშვილზე - მართა ვეილს სკელტონზე.

მართა ვეილს სკელტონ ჯეფერსონი, პირველი ქორწინებიდან უკვე ქვრივი იყო, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მე-3 პრეზიდენტის, თომას ჯეფერსონის მეუღლე გახდა. იგი ამერიკის რევოლუციური ომის დროს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო გარდაიცვალა და ვერ მოესწრო იმ დღეს, როდესაც მისი ქმარი პრეზიდენტი გახდა.
წყვილს 6 შვილი შეეძინა. თუმცა ხშირი ორსულობის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, ჯეფერსონის მეუღლე მალევე გარდაიცვალა.
აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი, ფრანკლინ რუზველტი, 1905 წელს დაქორწინდა ელეონორ რუზველტზე. ელეონორი და ფრანკლინი იყვნენ მეხუთე თაობის ბიძაშვილ-მამიდაშვილები. სწორედ ამიტომ, ელეონორს ქორწინების შემდეგ გვარი საერთოდ არ შეუცვლია, ის დაბადებითაც რუზველტი იყო.

ფრანკლინი და ელეონორი მეხუთე თაობის ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ, ერთი თაობის დაცილებით.
თავისი ავტობიოგრაფიის მიხედვით, ელეონორი ფრანკლინს პირველად 1886 წელს შეხვდა, როდესაც მისი მშობლები სარა დელანოსა და ჯეიმს რუზველტს ესტუმრნენ ჰაიდ-პარკში, ნიუ-იორკში. გოგონა ორი წლის იყო, ბიჭი კი, ოთხის.
ფრანკლინი და ელეონორი წმინდა პატრიკის დღეს, 1905 წლის 17 მარტს, ნიუ-იორკში, ელეონორის დეიდის ხოლო ფრანკლინის მამიდის, ქალბატონ ჰენრი პერიშ უმცროსის სახლში დაქორწინდნენ.
ქორწილი საკმაოდ მოკრძალებული იყო, თუ არ ჩავთვლით პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის დასწრებას, რომელმაც საკურთხეველთან თავისი ძმისშვილი მიაცილა. ვინაიდან ფრანკლინი იმ დროს კოლუმბიის სამართლის სკოლაში სწავლობდა, მათ ევროპაში თაფლობის თვის გატარება ზაფხულამდე გადადეს და სანაცვლოდ ერთკვირიანი მოგზაურობით ჰაიდ-პარკს, ნიუ-იორკს ეწვივნენ.
ფრანკლინსა და ელეონორს 6 შვილი ჰყავდათ: ანა ელეონორ რუზველტი, ჯეიმს რუზველტი, ფრანკლინ დ. რუზველტ უმცროსი, ელიოტ რუზველტი, ფრანკლინ დ. რუზველტ უმცროსი და ჯონ ა. რუზველტი.
ედგარ ალან პო და ვირჯინია კლემი
ამერიკელი მწერალი და დეტექტიური ჟანრის მამამთავარი, ედგარ ალან პო, 27 წლის ასაკში დაქორწინდა თავის ღვიძლ მამიდაშვილზე, ვირჯინია კლემზე. ეს ქორწინება იმიტომაც გახდა სკანდალური, რომ ჯვრისწერის მომენტში გოგონა სულ რაღაც 13 წლის იყო, ოფიციალურ დოკუმენტში კი ასაკი გააყალბეს და 21 წელი ჩაუწერეს. ვირჯინია მწერლის მთავარი მუზა გახდა, თუმცა იგი 24 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა, რამაც პოს შემოქმედებას კიდევ უფრო ბნელი და ტრაგიკული ელფერი შესძინა.

