ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა ზაჰარამ მამის გვარზე ოფიციალურად უარი თქვა. ინფორმაციას PEOPLE ავრცელებს.
ორშაბათს, 28 სექტემბერს, გვარის შეცვლის შესახებ სასამართლო სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც 21 წლის ზაჰარა ახლა „ზაჰარა მარლი ჯოლი“ გახდა. ჟურნალ PEOPLE-ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, კალიფორნიის მოსამართლემ სახელის ცვლილება დაამტკიცა და წინააღმდეგობა არ დაფიქსირებულა. ზაჰარა ჯოლისა და პიტის შვილებიდან მესამეა, ვინც მამის გვარზე უარი ოფიციალურად განაცხადა.
62 წლის პიტსა და 51 წლის ჯოლის ექვსი შვილი ჰყავთ: 25 წლის მადოქსი; 22 წლის პაქსი; 21 წლის ზაჰარა; 20 წლის შაილო და 18 წლის ტყუპები - ვივიენი და ნოქსი.
„Mr. & Mrs. Smith“-ის ვარსკვლავები 2016 წელს, 12-წლიანი ურთიერთობისა და ორწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. მათი განქორწინება ოფიციალურად 2024 წლის დეკემბერში დასრულდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ერთი ოცნება ახდა, კიდევ ბევრი რამ დარჩა...“ - რა კადრებს გვიზიარებს ნუცა ბუზალაძე
⭕„30 წლის შიში მქონდა, წლების წინ ძალიან დიდი მეგონა ეს ასაკი“ - მარიამ მაისურაძე