Digest Logo

Apple-მა iPhone 17 წარადგინა

1757444824
 iPhone 17

კუპერტინოს ტექნოლოგიურმა გიგანტმა თავისი უახლესი iPhone 17 ოფიციალურად წარადგინა.

სმარტფონს ექნება მაღალი განახლების სიხშირის ეკრანი. მოწყობილობა აღჭურვილია უახლესი A19 პროცესორით, ასევე ახალი თაობის Ceramic Shield-ით, რომელიც ეკრანს ნაკაწრებისგან უფრო კარგად იცავს.

დამატებით, გამოყენებულია შვიდფენიანი ანტი-რეფლექსური საფარი, რომელიც მზის შუქზე ბრჭყვიალს ამცირებს.

ეკრანის ზომაც გაიზარდა - ახალი iPhone 17-ის დიაგონალი 6.3 ინჩია.

რაც შეეხება iPhone 17 Pro-ს, ახალი მოდელი სამ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: ვერცხლისფერი, მუქი ლურჯი და მკვეთრი ნარინჯისფერი.

კამერის ნაწილში iPhone 17 Pro-ს სამი 48-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა აქვს გაუმჯობესებული ზუმისა და სუსტი განათების შესაძლებლობებით, ასევე ერთი წინა კამერა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ საიდან მოდის გენია? - ზოდიაქოს ყველაზე ნიჭიერი ნიშნები

🎥 „ბიჭებო, თქვენს გვერდით ვართ, წარმატებებს გისურვებთ!...“ - რომან დოლიძე საკალათბურთო ნაკრებზე

🎥 თამო ვაშალომიძე ულამაზეს ყვითელ კაბაში პოზირებს -„საოცრად გამოიყურები“