
არგენტინაში არასრულწლოვანთა სქესის შეცვლა და ოპერაცია აიკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ მიიღო.
აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
არგენტინის პრეზიდენტის სპიკერმა, მანუელ ადორნიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აკრძალვა ასევე შეეხება ჰორმონოთერაპიას.
მანუელ ადორნის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას ისახავს მიზნად.
გარდა ამისა, არგენტინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას, რომელიც მოითხოვს პატიმრების განთავსებას დანაშაულის დროს რეგისტრირებული სქესის მიხედვით.
„არც ერთი ტრანსქალი არ მოთავსდება ქალთა ციხეში,“ - აცხადებენ პრეზიდენტის ოფისში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გაიზარდა პატარა“- ლაშა ბექაური ბოკვერთან ერთად გადაღებულ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს