Digest Logo

🎥 აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ბიოლოგიურ კაცს სპორტში ქალთან მეტოქეობა აუკრძალა

1736926280
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა

„აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ქალებისა და გოგონების დაცვის აქტი მიიღო, რომლის თანახმადაც ბიოლოგიურ კაცს ქალთან მეტოქეობა სპორტში ეკრძალება“, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა.

კანონის თანახმად, სკოლებს ეკრძალებათ გოგონებისთვის შექმნილ სპორტულ პროგრამებში ისეთი პირების ჩართვა, რომლებიც დაბადებიდან მამრობითი სქესის იყვნენ.

„ბიოლოგიური კაცის მეტოქეობა ქალთან საფრთხის მატარებელია ჩვენი გოგონებისთვის. ეს საშიშია, არა სამართლიანია, რეალობის უარყოფაა და უბრალოდ არასწორია“, - თქვა ჯონსონმა კანონის მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აგრეთვე დასძინა, რომ კანონს ორმა „დემოკრატმაც“ დაუჭირა მხარი.

„ამის მიუხედავად, ეს სირცხვილია, ვინაიდან, მათი რიცხვი უფრო მეტი უნდა ყოფილიყო“, - თქვა ჯონსონმა.

კანონპროექტი „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა გრეგ სტობმა შეიმუშავა.

https://newshub.ge/news/msoflio/ashsh-is-kongresis-tsarmomadgenelta-palatam-biologiur-mamakatss-sportshi-kaltan-metokeoba-aukrdzala