Digest Logo

აშშ-ში, ავტომობილი მაღალი სიჩქარით შეეჯახა რესტორანს, სადაც ცნობილი ბლოგერები საკვებს აგემოვნებდნენ - კადრები მედიაში ვრცელდება

1755609554
ავტომობილი მაღალი სიჩქარით შეეჯახა რესტორანს

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ავტომობილი მაღალი სიჩქარით შეეჯახა რესტორანს, სადაც ცნობილი ბლოგერები საკვებს აგემოვნებდნენ და ვიდეოს იღებდნენ. ინფორმაციას the sun-ავრცელებს. ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში ვირუსულად გავრცელდა.

მედიის ცნობით, დაზარალებულები ცნობილი ბლოგერები, ნინა სანტიაგო და პატრიკ ბლექვუდი არიან.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბლოგერები სოციალური ქსელებისთვის კონტენტს იღებდნენ და სხვადასხვა კერძებს აგემოვნებდნენ.

თვითმხილველების თქმით, მანქანა მოულოდნელად შეეჯახა რესტორნის დარბაზის იმ ნაწილს, სადაც ნინა და პატრიკი იმყოფებოდნენ. კადრებში ჩანს, რომ დარტყმის შედეგად ბლოგერები ძალიან შეშინდნენ, ქალი კი სკამიდან გადავარდა.

როგორც sun-ი წერს, ორივე ბლოგერი დაშავდა, მათ შორის, აღენიშნებათ ღია ჭრილობებიც. ავარიის შემდეგ, ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ფრთხილად იყავით მანიპულაციებთან, ნუ გადააჭარბებთ ემოციების გამოხატვისას“ - რას წერს ხათუნა ნოელი პლანეტათა მცირე აღლუმზე

🎥 „გენეტიკის ძალა“ - ლიკა კვარაცხელია შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

🎥 როდის დასრულდება რუსეთი-უკრაინის ომი და როგორ მოემზადოთ ახალი ეპოქისთვის - მარიამ შუკაკიძის ასტროპროგნოზი

წყარო: rustavi2.ge