Definitive Healthcare-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად გენდერული დისფორიის დიაგნოზების რაოდენობა აშშ-ის პრაქტიკულად ყველა შტატში გაიზარდა. კლება მხოლოდ სამხრეთ დაკოტაში შეინიშნება. კვლევა 2018-2022 წლების პერიოდს მოიცავს. ინფორმაციას axios.com ავრცელებს.
გენდერული დისფორია არის ფსიქოლოგიური სტრესის ფორმა, როდესაც ადამიანს მიაჩნია, რომ სქესი, რომელსაც ის წარმოადგენს, მის გენდერულ იდენტურობას არ შეესაბამება. ასეთ ადამიანებს ფსიქიატრიული, ან გენდერულ-დამადასტურებელი დახმარება სჭირდებათ. ამ მეთოდის დამცველები ამბობენ, რომ ასე დეპრესიის და თვითმკვლელობების რაოდენობა შემცირდება, ხოლო გენდერულ-დამადასტურებელ დახმარებაზე წვდომის შეზღიუდვამ დისკრიმინაციის და სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულების ზრდას შეიძლება ხელი შეუწყოს.
ამის მიუხედავად, აშშ-ის ბევრ შტატში არასრულწლოვანებისთვის ასეთი დახმარების შეზღუდვას ცდილობენ. ამის გამო ფსიქოლოგიური დახმარების მისაღებად ასეთ ადამიანებს სხვა შტატებში წასვლა უწევთ, თუმცა ბევრს მსგავსი შესაძლებლობა არ გააჩნია.
2018-2022 წლებში გენდერული დისფორია ყველაზე მეტად ვირჯინიის შტატშია გაზრდილი (+274%), შემდეგ მოდის ინდიანა (+247%) და იუტა (+193%). კონექტიკუტში და ჰავაიზე ზრდა მინიმალურია (+10%) და (+6%). ხოლო სამხრეთ დაკოტაში -23%-იანი კლება დაფიქსირდა.
სამხრეთ დაკოტა - ის შტატია, სადაც გენდერული დისფორიის დროს ფსიქოლოგიური დახმარება შეზღუდულია. შესაბამისად, სტრესის ამ ფორმის კლება ამ შტატში, შესაძლოა იმით აიხსნება, რომ პაციენტები სამკურნალოდ და გენდერულ-დამადასტურებელი დახმარების მისაღებად სხვა შტატებში მიდიან.
კვლევის მიხედვით, აშშ-ში 18 წლამდე პაციენტებში გენდერული დისფორიის დიაგნოზის წილი 2018-2022 წლებში 17,5-იდან 20,4%-მდე გაიზარდა. ეს, შესაძლოა, იმის გამო მოხდა, რომ ტრანსგენდერული და გენდერული იდენტობის იდეები საზოგადოებაში უფრო მისაღები ხდება.
აშშ-ში 13 წელზე უფროსი ასაკის ტრანსგენდერული მოსახლეობა 1,6 მლნ. ადამიანს შეადგენს, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,5%-ია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: