აშშ-ში, ტეხასის ნაციონალურ პარკში ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, მათ აღმოაჩინეს, რომ ავტომობილი რამდენიმე დღის განმავლობაში პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაჩერებული, რის შემდეგაც სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაიწყეს.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, 24 წლის ტურისტის ცხედარი, Big Bend National Park-ის ტერიტორიაზე, ნაციონალური პარკის რეინჯერებისა და აშშ-ის სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში იპოვეს.
პოლიციის ინფორმაციით, სამძებრო ოპერაცია ჰაერიდანაც ხორციელდებოდა. ტურისტის ცხედარი „მარუფოს“ ბილიკის მიმდებარედ აღმოაჩინეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„შფოთავ? - ივარჯიშე...“ - ალექსანდრა პაიჭაძე პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს
⭕სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით ფილმში ქართველი მუსიკოსის, სიმღერა გაჟღერდება
🎥 „ვიცოდით, რომ ძალიან კარგი მეკარე გავიფორმეთ“ - „ლივერპულის“ მწვრთნელი მამარდაშვილზე