Digest Logo

ასტრონავტი ჯიმ ლოველი გარდაიცვალა

1754821516
ჯიმ ლოველი

NASA ცნობილი ასტრონავტი, მისია Apollo 13-ის ხელმძღვანელი ჯიმ ლოველი გარდაიცვალა. ის 97 წლის იყო.

„მწუხარებით ვიტყობინებით ჩვენი საყვარელი მამის, კაპიტანი ჯეიმს „ჯიმ“ ლოველის - პილოტისა და ასტრონავტის, ლიდერის და კოსმოსის მკვლევრის გარდაცვალების შესახებ“, - აღნიშნულია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

NASA-ს პრესრელიზის თანახმად, ლოველი 7 აგვისტოს, ილინოისის შტატში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ლოველი მისია Apollo 13-ს ხელმძღვანელობდა, რომელსაც ტექნიკური პრობლემის გამო მთვარეზე დაჯდომის მისიაზე უარის თქმა მოუწია. სწორედ ლოველმა წარმოთქვა ამ მისიის დროს ფრაზა, „ჰიუსტონ, ჩვენ პრობლემა გვაქვს“, რომელიც შემდეგ ლეგენდარულად იქცა.