Digest Logo

ატირებული დედოფალი პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე

1618677285
ელისაბედ მეორე

ამ წუთებში უინძორის სასახლეში პრინცი ფილიპის დაკრძალვის ცერემონიალი მიმდინარეობს.

საკათედრო ტაძარში უკვე გამოჩნდნენ სამეფო ოჯახის წევრები. დედოფალი ელისაბედი დაკრძალვაზე მარტო მივიდა, ფოტოგრაფებმა აღბეჭდეს ატირებული დედოფალი, რომელიც მანქანიდან მიესალმა ხალხს.

დაკრძალვაზე ერთად მივიდნენ პრინცები, უილიამი და ჰარი. სამეფო ოჯახის ყველა წევრს შავი სამგლოვიარო სამოსი აცვია.

ცერემონიალს, კოვიდრეგულაციების გამო, მხოლოდ 30 ადამიანი ესწრება.