ავსტრალიაში წყალქვეშა მუზეუმი გაიხსნა. წყალქვეშა ხელოვნების მუზეუმის (MOUA) დათვალიერება ვიზიტორს პროფესიონალური ყვინთვის დახმარებით შეეძლება.
მუზეუმი, ძირითადად, ფსკერზე განლაგებულ ქანდაკებებს მოიცავს.
MOUA დიდი ბარიერული რიფის ტერიტორიაზეა განთავსებული - ავსტრალიის ჩრდილოეთით, კუინზლენდში.
ქანდაკებების ავტორი ჯეისონ დეკარე ტეილორია. მისი თქმით, მუზეუმის შექმნის იდეა წყალქვეშა სამყაროსა და წყლის მდგრადობაზე ცნობიერების ამაღლებას მოიცავს.
ცნობისთვის, დიდი ბარიერული რიფი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარ ჯაჭვს წარმოადგენს. ჯაჭვი შედგება 2 900-ზე მეტი განცალკევებული მარჯნის რიფისა და 900 კუნძულისაგან. შედარებისთვის, დიდი ბარიერული რიფი იტალიაზე დიდია. წყალქვეშა ხელოვნების მუზეუმის მიზანი, გარდა ზემოთ ხსენებულისა, მარჯნის ზრდაა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რიფის აღდგენას. რამდენიმე დღის წინ მუზეუმს 8 ახალი ქანდაკება დაემატა.
მუზეუმში სტუმრობისათვის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯავშნის გაკეთება აუცილებელია (https://www.moua.com.au). იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტორი ყვინთვის გამოცდილებას არ ფლობს, მას სერტიფიცირებული პირები დაეხმარებიან. ღირებულება $200-იდან იწყება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵თაკო ნაცვლიშვილის და ოთო ხუროძის თაფლობის თვე იტალიაში გრძელდება