Digest Logo

🎥 „მცემდა გაზის შლანგით, ქამრით... მათხოვრობას მაიძულებდა. ორსულად როცა ვიყავი, თეფში აიღო და თავში ჩამარტყა“ - ვინ არის კაცი, რომელიც 21 წლის ცოლს ფიზიკურად უსწორდებოდა

1685948278
ძალადობა

სასტიკი ძალადობა 21 წლის ახალგაზრდა გოგოზე - ცემა, მუქარა და დაშინება. მოძალადე ახალგაზრდა გოგოს მეუღლეა. „კურიერი P.S.“  შემზარავი ისტორიის დეტალებზე საუბრობს.

21 წლის თათია საპანაძე „რუსთავი 2“- თან ძალადობის უმძიმეს ისტორიას ჰყვება. მას ქმარი ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უმოწყალოდ სცემდა, მათ შორის ფეხმძიმობის პერიოდში.

თათიას პოლიციისთვის არ მიუმართავს. ეშინია რომ ქმრის ოჯახი მას შვილთან დააშორებს. ძალადობის მსხვერპლი ამბობს, რომ იყო შემთხვევა, როცა გაბრაზებულმა მამამ ბავშვი ნაგვის ურნასთან დატოვა და ჩვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

სავარაუდო მოძალადე დიმიტრი კოლდარი კამერებს ემალება, მის საცხოვრებელ მისამართზე გადამღებ ჯგუფს აგრესიით დახვდნენ.

სავარაუდო მოძალადე ახლა მეოთხე ცოლთან ერთად ცხოვრობს, რომელიც არასრულწლოვანია. სწორედ ამიტომ მას ძალადობის გარდა ბრალს სავარაუდოდ, კიდევ ერთი მუხლით წარუდგენენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო. ძალადობის მსხვერპლი მარტოხელა დედის საქმეში საგამოძიებო ორგანოებთან ერთად სოციალური სამსახურიც ჩაერთო. თათია საპანაძეს ახლა საფრთხე აღარ ემუქრება.

 

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ხვიჩა კვარაცხელიამ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მიღება დედასთან და საცოლესთან ერთად აღნიშნა - „ის, რასაც ვერასდროს დავივიწყებ“

🔵„ბოლო თვეებია, სერიოზულადაა ავად. აქვს სიმსივნე და ინტენსიურ მკურნალობას გადის “ - სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება

🔵„რეტროში“ მომხდარ ინციდენტთან მე „გია აგირბას“ არანაირი კავშირი არ მაქვს. გთხოვთ, თავი შეიკავოთ ჩემი ლანძღვისგან“- რას წერს რესტორნის მზარეული?