Digest Logo

ბაღდადში ერაყელი TikTok ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს

1714199475
ერაყელი TikTok-ვარსკვლავი

ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC წერს.

ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი უცნობმა თავდამსხმელებმა მოკლეს“. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

არსებული ინფორმაციით, ომ ფაჰადი (რეალური სახეილ ღუფრან სავადი) საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილი მოტოციკლით დატოვა.

ომ ფაჰადს TikTok-ზე პოპულარობა ცეკვის ვიდეოებმა მოუტანა. გასულ წელს მას „უზნეო ვიდეოების გამოქვეყნებისთვის“ ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.