ბანგლადეშის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეიხ ხასინას დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
ამის შესახებ Nexta Live წერს.
ხასინა და მისი თანაშემწეები 2024 წელს პროტესტების სისხლიან ჩახშობაში არიან ბრალდებულები. ეს საპროტესტო გამოსვლები, საბოლოოდ, რევოლუციით დასრულდა.
გაეროს მონაცემებით, ხასინას ავტორიტარული ხელისუფლების დროს რეპრესიებს 1400 ადამიანი ემსხვერპლა. ხასინა ძალაუფლებაში 15 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ამჟამად შეიხ ხასინა ინდოეთში ცხოვრობს. მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს ის უარყოფს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ტრენდული ვიდეოს გადაღება მოულოდნელად ჩაიშალა, რა მოხდა კადრს მიღმა? - „ფრენჩი კი არა დამასახიჩრა“