
რეპერ კანიე უესტის მეუღლე, ავსტრალიელი არქიტექტორი და მოდელია ბიანკა ცენსორი თავისი თამამი სტილით, კვლავ იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. 2025 წლის 3 ივნისს მან „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ახალი ფოტოები, სადაც ჩანს მისი მკვეთრად გამოხატული სხეულის გარკვეული ფორმები.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი უმეტესად ერთად ჩნდება, ამ კონკრეტულ ფოტოსესიაში კანიე უესტი არ ჩანს, რაც ნამდვილად უცნაური და იშვიათობაა.
ბიანკა და კანიე უესტი 2022 წელს დაქორწინდნენ, და მათი ურთიერთობა ხშირად ხდება მედიის განხილვის თემა.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ჰქონდათ დაძაბულობები, ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
ბიანკას სტილი ხშირად შედარებულია კიმ კარდაშიანის სტილთან, თუმცა იგი ამტკიცებს, რომ საკუთარი ინდივიდუალურობის გამოხატვა მისთვის მნიშვნელოვანია.
კანიეს ხშირად ინტერნეტში აკრიტიკებენ - ძირითადად, ცოლის „უსულო თოჯინად“ გადაქცევისთვის. ჭორები ვრცელდება იმის შესახებაც, რომ ბიანკას ოჯახს რეპერი არ მოსწონს და მის ამგვარ ტრანსფორმაციას მხარს არ უჭერენ.
მედია წერდა, რომ ბიანკას კანიე, უპირველეს ყოვლისა, ფულის გამო იზიდავდა, თუმცა სინამდვილეში ცენსორის ეს არასდროს სჭირდებოდა. ის გაიზარდა მელბურნში, ავსტრალიაში, სადაც მისი გვარი საკმაოდ ცნობილია. ცენსორის ოჯახში ყველა მამაკაცი დაკავშირებულია ადგილობრივ მაფიასთან და აქვს უზარმაზარი გავლენა.
ბიანკა ცენსორი დაიბადა ავსტრალიაში 1995 წლის 5 იანვარს. დაამთავრა ადგილობრივი პროტესტანტული სკოლა, შემდეგ კი მელბურნის უნივერსიტეტი, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურაში. სწორედ ამ საქმიანობის წყალობით გაიცნო კანიე უესტი, როდესაც მის კომპანიაში სამსახური მიიღო. მანამდე ცენსორი ოთხი წლის განმავლობაში ფლობდა საკუთარ საიუველირო ბრენდს, მუშაობდა დიზაინის კონსულტანტად და, ასევე, არქიტექტურულ ბიუროში. ბიანკას ერთი და, ანჯელინა მოდელად მუშაობს, მეორე ალისია კი მედდაა და შვილს ზრდის. ბიანკას დედა ალექსანდრა, ისევე როგორც მამა, შვილის ქორწინებას ეწინააღმდეგებოდნენ, ამის მიზეზი კი მათი ქალიშვილის ზედმეტად თამამი ჩაცმულობა გახდა, ამაში ისინი სწორედ კანიეს ადანაშაულებენ.