Digest Logo

ბოლივიაში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა

1739865763
ავტოსაგზაო შემთხვევა

ბოლივიაში, მთიან რაიონში, ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ოფიცრის თქმით, მანქანა იოკალას სამხრეთ-დასავლეთ რაიონში თითქმის 800 მეტრის სიმაღლიდან ხევში ჩავარდა.

„ავარიის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვი“, - განაცხადა ადგილობრივი საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემა Unitel-ი იტყობინება, რომ დაშავებულთაგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.

„ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ავარია შესაძლოა, სიჩქარის გადაჭარბებით იყოს გამოწვეული, რის გამოც, მძღოლმა ავტობუსზე კონტროლი დაკარგა“, - განუცხადა სააგენტო AFP-ს პოლიციის პოლკოვნიკმა ვიქტორ ბენავიდესმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ახალი აღთქმის პერიოდში ღმერთი აღარ არის მდუმარებაში...ჩვენს გულში უნდა იწერებოდეს რა სურს ღმერთს...“ - მამა თეოდორე გიგნაძე

🐟🌗„მიაქციეთ ყურადღება ინფექციურ დაავადებებს...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე მზის თევზების ნიშანში გადასვლაზე?

🎥 არის თუ არა მზად 5 წლის ბავშვი სკოლაში მისვლისთვის? - როგორ უნდა შეაფასოს მშობელმა შვილის სასკოლო უნარები27 წუთის წინ