
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ მამა თეოდორე გიგნაძის მორიგ საინტერესო ქადაგებას:
„ვისაც სწამს იესო ქრისტეს ღმერთობა, რომ იესო ქრისტე არის სამყაროს შემოქმედი, რომელიც შემდეგ ადამიანად მოვიდა, მას გამოცხადება აქვს პირადი. ვისაც ეს პირადი გამოცხადება არ აქვს ან ჰქონდა და დაივიწყა, ისეთი ადამიანი გადადის ძველი აღთქმის ადამიანის მდგომარეობაში, ოღონდ არა წინასწარმეტყველის არამედ უბირის მდგომარეობაში. ასეთი ადამიანებისათვის ღმერთი არის აბსოლუტურ მდუმარებაში. ღმერთი აბსოლუტურ მდუმარებაში იმყოფება მაშინ, როცა რაღაცები გვახრჩობს. თუმცა ახალი აღთქმის პერიოდში ღმერთი აღარ არის მდუმარებაში, რადგან იგი მოვიდა დედამიწაზე და გამოთქვა რა სურდა მას. ჩვენ რომ წმინდა გული გვქონდეს ჩვენს გულში უნდა იწერებოდეს რა სურს ღმერთს. დაწერილიც კი გვაქვს რა უნდა ღმერთს. ამიტომ ვერ ვიტყვით რომ ღმერთი ჩვენთვის დუმს. ის რაც დაწერილი გვაქვს იმის შესაბამისად არ ვცხოვრობთ“, - ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: