Digest Logo

ბოლო 20 წლის განმავლობაში საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის ყველაზე ეფექტიანი მეთოდი აღმოჩენილია - ახალი კვლევა

1698240463
საშვილოსნოს ყელის კიბო

მეცნიერები აცხადებენ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის თერაპიაში უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა მოხდა და თერაპიის ამ მეთოდმა მაღალი ეფექტიანობა აჩვენა. უკვე ცნობილი რადიოთერაპიის გარდა, ამ მეთოდის დროს სხვადასხვა საკმაოდ იაფი პრეპარატების გამოყენებაა რეკომენდებული, რომლის შემდეგ მკურნალობის შედეგი ბევრად უკეთესია. სტატიას BBC ავრცელებს. 

როგორც ონკოლოგების ევროპის საზოგადოების შეკრებაზე წარმოდგენილი კლინიკური კვლევები მიუთითებს, თერაპიის ამ მეთოდით გამოჯანმრთელების ალბათობა 35%-ით იზრდება. კვლევები ბრიტანულმა ორგანიზაციამ, Cancer Research UK-მა დააფინანსა, რომელმაც ამ შედეგებს უკვე უწოდა „დიდი წარმატება“. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ ახალ მეთოდს მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში გამოიყენებენ და პაციენტები პრეპარატებს რადიოთერაპიის დაწყებამდე მიიღებენ.

საშვილოსნოს ყელის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. ქალებს შორის ყოველი 15 ონკოლოგიური დაავადებიდან ერთი საშვილოსნოს ყელის კიბოს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რადიოთერაპიის ეფექტიანობა გაიზარდა, დაახლოებით პაციენტთა მესამედის შემთხვევაში მისი განმეორების ალბათობა არსებობს.

შესაბამისად პაციენტებს რადიოთერაპიის ხელახალი კურსის ჩატარება სჭირდებათ. რადიოთერაპიის დროს, როდესაც რადიაციით სიმსივნის განადგურება ხდება, ადამიანის სხვა ორგანოებიც ზიანდება. ახლა კი ეს რიცხვი კიდევ მესამედით შემცირდება რადიოთერაპიის წინ საკმაოდ იაფი პრეპარატების მიღების ხარჯზე.

„კვლევები მიუთითებს, რომ ონკოლოგიის სხვა სახეობების დროსაც რადიოთერაპიის ან ქირურგიული ჩარევის გამოყენებამდე, სასარგებლოა წამლების კურსის ჩატარება. ამ მეთოდის დანერგვა საკმაოდ მარტივია, რადგანაც აუცილებელია ისეთი წამლების მიღება, რომლებიც მთელ მსოფლიოში არსებობს და ასე კიბოს ხელახალი გაჩენის ალბათობა მცირდება“, - ამბობს Cancer Research UK-ის ხელმძღვანელი იენ ფაუქსი.

მეცნიერები კვლევების წარმატებაზე ასე დარწმუნებით იმის გამო საუბრობენ, რომ ის გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ექსპერიმენტში 250 პაციენტი მონაწილეობდა. მათ ნახევარს მკურნალობის ტრადიციული მეთოდი შესთავაზეს, ანუ თავდაპირველად რადიოთერაპია ჩაუტარეს, ხოლო შემდეგ ცისპლატინის ქიმიოთერაპია.

მეორე ნახევარს კი 6 კვირის განმავლობაში ორი პრეპარატს, კარბოპლატინს და პაკლიტაქსელს აძლევდნენ, ხოლო მხოლოდ ამის შემდეგ რადიოთერაპია ჩაუტარდა.

სტანდარტული მეთოდის გამოყენებისას პაციენტთა 28% გარდაიცვალა, ხოლო 36%-ს სიმსივნის რეციდივი მოუვიდა. ხოლო ახალი მეთოდით მკურნალობის კურსის შემდეგ 20% 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა, 73%-ს კი სიმსივნე ან შეუმცირდა, ან ის აღარ გაიზარდა.