Digest Logo

🎥 ბრაზილიაში 2 წლის ბიჭმა შემთხვევით დედა მოკლა - ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში ვრცელდება

1750240732
ბრაზილიაში 2 წლის ბიჭმა შემთხვევით დედა მოკლა

ბრაზილიაში, 2 წლის ბიჭმა, მამის კუთვნილი პისტოლეტით თამაშისას, შემთხვევით, დედა მოკლა. ფაქტის ამსახველი კადრები სათვალთვალო კამერამ გადაიღო. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

კადრებში ჩანს, როგორ აიღო ბიჭმა ცეცხლსასროლი იარაღი მაგიდიდან და თამაში დაიწყო. შემდეგ, მან დედას დაუმიზნა და გაისროლა.

მედიის ცნობით, 27 წლის ქალს ჭრილობა მკერდისა და მკლავი არეში ჰქონდა მიყენებული, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

მამას, რომელიც აღნიშნული ფაქტის დროს იქვე იჯდა, ბრალი დაუდევრობაში დასდეს. მამაკაცი პოლიციას ჯერ არ დაუკავებია, გამოძიება გრძელდება. აღსანიშნავია, რომ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზია ჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სიძემ მოკლა სიმამრი, მეუღლეც ძალიან ნაცემია და საავადმყოფოშია გადაყვანილი“ - ხაშურში მომხდარი მკვლელობის დეტალები

„აღარ იყო საამქვეყნიო, თვალები დახუჭული ჰქონდა და სუსტად, მშვიდად სუნთქავდა, სიტყვა არ მითქვამს, თვალი არ გაუხელია ისე მიცნო“ - ზურა შევარდნაძის ემოციური პოსტი

„დაბადების დღეზე მანქანა მაჩუქა, ჩავჯექი და იქ ახალი ტელეფონი დამხვდა“ - როგორ ანებივრებს თაკო კორინთელს მეუღლე