Digest Logo

ბრიტნი სპირსმა საკუთარი სიმღერების გამოყენების უფლება 200 მლნ აშშ დოლარად გაყიდა

1770891089
ბრიტნი სპირსიბრიტნი სპირსი

ცნობილმა ამერიკელმა პოპ-მომღერალმა, ბრიტნი სპირსმა საკუთარი სიმღერების გამოყენების უფლება 200 მლნ აშშ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

44 წლის მომღერალმა კონტრაქტი გააფორმა დამოუკიდებელ მუსიკალურ კომპანიასთან Primary Wave-თან, რომელმაც 200 მლნ დოლარად მისი კატალოგი შეიძინა.

2024 წლის იანვარში ბრიტნი სპირსმა განაცხადა, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში ის დაბრუნებას აღარ აპირებს, ბოლოს მან სიმღერა 2022 წლის აგვისტოში ჩაწერა, ეს იყო Hold Me Closer, რომელიც ელტონ ჯონთან დუეტში შეასრულა.

ბრიტნი სპირსი ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალია. საერთო ჯამში მისი კომპოზიციებით 150 მლნ. დისკი იყო გაყიდული. მომღერლის მუსიკალური კატალოგი 9 სტუდიური ალბომისგან შედგება.

2008-2021 წლებში ბრიტნი სპირსის ყველა აქტივს მამამისი ედგა სათავეში. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რომელმაც ბრიტნი სპირსი უუნაროდ აღიარა. მამის მეურვეობა 2021 წელს გაუქმდა, როდესაც მომღერალმა ამ სარჩელით ლოს-ანჯელესის სასამართლოს მიმართა.

Primary Wave-მა წარსულში ისეთი შემსრულებლების მუსიკაზე უფლება შეიძინა, როგორებიცაა Notorious BIG, პრინცი და უიტნი ჰიუსტონი. ბოლო წლებში საკუთარი მუსიკალური კატალოგის უფლებები ბევრმა ცნობილმა მუსიკოსმა გაყიდა. მათ შორისაა ბრიუს სპრინგსტინი (500 მლნ აშშ დოლარად), და ჯასტინ ბიბერი (200 მლნ დოლარად). მუსიკალური ალბომების უფლებები გაყიდული აქვთ ბობ დილანს, დევიდ ბოუის, Red Hot Chili Peppers და სხვა ცნობილ შემსრულებლებს.

მუსიკოსებისთვის ეს ფინანსური სტაბილურობის გარანტიაა, ხოლო მსხვილი რეკორდ-ლეიბლებისა და საინვესტიციო ფონდებისთვის - საკუთარი მაღალი საბაზრო ღირებულების დასაბუთება და სტრიმინგისა და სხვადასხვა პროექტის დახმარებით შემოსავლის მიღება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოკრძალებულად 33“ - გიორგი გაბუნია იუბილარია

⭕ლელა წურწუმია იუბილარია - როგორ ულოცავენ დაბადების დღეს მომღერალს

🎥 „დიდი განძია ჩემთვის ეს ვიდეო“ - მალიბუ ტუღუში ემოციურ კადრებს აქვეყნებს