ქართული ესტრადის დივა, ლელა წურწუმია დღეს, 12 თებერვალს იუბილარია, იგი 57 წლის გახდა.
მომღერალმა სოციალურ ქსელში მეგობრებისგან და ახლობლებისგან უამრავი მილოცვა მიიღო.
„ჩემი პირადი დედოფალი, გილოცავ დაბადების დღეს“,
„დიდი ხანი უნათე გული ყველა ადამიანი შენს სიმღერებით, სულ უნდა მყავდე, გახსოვდეს ვამაყობ შენით“,
„ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ჩვენო დივა“, - ულოცავენ მეგობრები.
ლელა წურწუმია 1969 წლის 12 თებერვალს დაიბადა თბილისში. მამა, ლუდოვიკო წურწუმია ფიზიკოსი და ლექტორი იყო, ხოლო დედა, ნინო ლომთათიძე, უცხო ენების სპეციალისტი. ჰყავს ორი და — ეკა და ხათუნა. დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა. 5 წლიდან აქტიურად დაიწყო მუსიკის სფეროში გარკვევა, დადიოდა ვოკალის პედაგოგებთან.
ლელას მეუღლე და პროდიუსერი მამულიჩაა, წყვილს ერთი შვილი ჰყავს.






⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ხელს უწყობს უჯრედების დაბერების შენელებას“ - საკვები, რომელიც იცავს თქვენს დნმ-ს
🎥 „დიდი განძია ჩემთვის ეს ვიდეო“ - მალიბუ ტუღუში ემოციურ კადრებს აქვეყნებს