გაერთიანებული სამეფოს მონარქს ჩარლზ მესამეს სიმსივნე აღმოაჩნდა. როგორც ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია ნათქვამი, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, იმ პერიოდში გახდა ცნობილი, როდესაც დიდი ბრიტანეთის მეფე ლონდონის კლინიკაში პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიას დიაგნოზით მოხვდა.
„როდესაც მეფეს პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების დიაგნოზის გამო, ცოტა ხნის წინ სამედიცინო პროცედურებს უტარებდნენ, გამოიკვეთა საყურადღებო საკითხი - შემდგომი დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგად კი გამოვლინდა კიბოს ფორმა“, - ნათქვამია განცხადებაში, თუმცა ბუკინგემის სასახლეში არ აკონკრეტებენ, რა ტიპის სიმსივნე აღმოაჩნდა ჩარლზ მესამეს.
განცხადების მიხედვით, 75 წლის მონარქმა რეგულარული მკურნალობის კურსი 5 თებერვალს დაიწყო, რის პარალელურადაც ექიმებმა ურჩიეს, ჩამოშორებოდა საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას.
„ხოლო სახელმწიფო საქმიანობას და ოფიციალურ დოკუმენტაციასთან მუშაობას მისი უდიდებულესობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, იანვარში ცნობილი გახდა, რომ ჩარლზ III-ს პროსტატაზე ოპერაცია ჩაუტარდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„უმრავლესობას მაინც მე ვგონივარ“ - ნანიკო ხაზარაძე დედის ფოტოს აქვეყნებს
⭕„ასე გამოიყურება ჩემი კანი უმაკიაჟოდ...“- რა ფოტოს აქვეყნებს მარიტა მელიქიშვილი