Digest Logo

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი სარკოფაგი დაზიანდა

1765175396
ჩერნობილი ჩერნობილი

გაეროს ბირთვული დაკვირვების ექსპერტების განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი სარკოფაგი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

საერთაშორისო ატომური სააგენტოს სპეციალისტები აცხადებენ, რომ სარკოფაგი​ დრონებით თავდასხმების შედეგად დაზიანდა და მისი გარემონტების რეკომენდაცია გასცეს. ფეთქებადი ქობინით აღჭურვილი დრონი ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე რეაქტორის დამცავ ფარს თებერვალში დაეჯახა. უკრაინა აცხადებს რომ დრონი რუსული იყო, რუსეთი კი ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას უარყოფს.

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე დამცავი ფარი, 1986 წლის კატასტროფის შემდეგ, რადიოაქტიური მასალის შესაკავებლად აშენდა.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოჰყვება ძლიერი ფსიქოლოგიური გარღვევები...“ - ურანი წყლის სტიქიებში

⭕ლუვრში წყლის მილის გახეთქვის შედეგად ეგვიპტეს სიძველეთა ბიბლიოთეკის ექსპონატები დაზიანდა

⭕„მელანქოლიის მოზღვავება დაძაბავს ურთიერთობებს“ - 8 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

წყარო: imedinews.ge