Digest Logo

ლუვრში წყლის მილის გახეთქვის შედეგად ეგვიპტეს სიძველეთა ბიბლიოთეკის ექსპონატები დაზიანდა

1765174016
გაძარცვეს ლუვრი

ლუვრში წყლის მილის გახეთქვის შედეგად დატბორვის გამო ეგვიპტის სიძველეთა ბიბლიოთეკაში შენახული წიგნები და დოკუმენტები დაზიანდა.

მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საცავში წყალი 26 ნოემბერს აღმოაჩინეს. შედეგად, ბინძური წყლის ნაკადმა ლუვრის ეგვიპტის სიძველეთა ბიბლიოთეკაში 400-მდე ექსპონატი დაზიანდა. საუბარია „ეგვიპტოლოგიის ჟურნალებსა“ და „სამეცნიერო ნამუშევრებზე“, რომლებსაც მკვლევრები იყენებენ.

ლუვრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაზიანებული ექსპონატები მე-19 და მე-20 საუკუნით თარიღდება და „ძალიან სასარგებლო იყო თანამედროვე მეცნიერებისთვის“.

„არანაირი კულტურული მემკვიდრეობის არტეფაქტი არ დაზიანებულა. ამ ეტაპზე, კოლექციებში არ გვაქვს გამოუსწორებელი ან საბოლოო დანაკარგები“, - განაცხადა მუზეუმის ადმინისტრატორის მოადგილემ, ფრანსუა სტეინბოკმა.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მელანქოლიის მოზღვავება დაძაბავს ურთიერთობებს“ - 8 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„გინდათ გაქცევა... დაპირისპირება მოდის პარტნიორებისგან“ - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი, მარსი - სატურნის კვადრატი

⭕„ეს მე ვარ...ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ პანდემია, 6 წლის ურთიერთობის დასრულება და არაერთი იმედგაცრუება მელის წინ...“ - მარიამ შარმანაშვილი