Digest Logo

ჩრდილოეთ კორეიდან გამოშვებული ნაგვით სავსე საჰაერო ბუშტი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისთან დაეშვა

1721803841
საჰაერო ბუშტი

ნაგვით სავსე საჰაერო ბუშტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან გამოუშვეს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისთან დაეშვა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურმა ბუშტთან მიმაგრებული პარკის შემადგენლობა შეისწავლა და დაადგინა, რომ ის ქიმიურ, ბიოლოგიურ ან რადიაციულ საფრთხეს არ წარმოადგენს. უწყებაში აღნიშნეს, რომ სიტუაციას სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელთა კომიტეტთან ერთობლივად აკვირდებიან.

სამხრეთ კორეის სამხედროებმა 21 ივლისს გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან ნაგვით სავსე საჰაერო ბუშტების მორიგი პარტიის გამოშვება იგეგმება. მოსახლეობას მოუწოდეს არ შეეხოს ჩამოვარდნილ ბუშტებს და ამის თაობაზე პოლიციას აცნობოს.

ბუშტების გაშვების საპასუხოდ სეულმა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ძლიერი დინამიკებით საერთაშორისო ახალი ამბების, დემოკრატიასა და კაპიტალიზმზე ინფორმაციის, ასევე მუსიკის ტრანსლირება დაიწყო. სამხრეთ კორეამ ამას უწოდა პასუხი ფხენიანის მუხანათურ, სამარცხვინო და ვულგარულ აქციებზე, რომელიც საზღვარზე საჰაერო ბუშტების გაშვებას ეხება.

მაისიდან ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაში 2 ათასამდე საჰაერო ბუშტი გაუშვა. მათ მიმაგრებული ჰქონდა ნაგვის და ფეკალიების შემცველი პარკები. ფხენიანმა ამას უწოდა პასუხი სამხრეთ კორეელი აქტივისტების ქმედებაზე, რომლებმაც, თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეაში გაუშვეს საჰაერო ბუშტები, რომლებიც პროპაგანდისტულ წერილებს, კიმ ჩენ ინის კრიტიკას, დოლარის ბანკნოტებს და USB ფლეშ ბარათებს შეიცავდა, სადაც იყო ჩაწერილი პოპულარული მუსიკალური კლიპები და ფილმები. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕რუსკა ქარქაშაძის 5 გამორჩეული ლუქი

⭕ 🎥 „დათო ლიკლიკაძე არის ადამიანი, რომელმაც წარმატების მისაღწევად ყველაფერი გამოიყენა“ - როგორ ახასიათებს თავს დათო ლიკლიკაძე

წყარო: newshub.ge