რუსული ბაზრიდან წასულმა გაზიანი სასმელების ამერიკულმა კომპანია Coca-Cola Company-მ „როსპატენტში“ სამი სავაჭრო ბრენდის, Coca-Cola, Sprite და Fanta-ს რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ iz.ru წერს.
სავაჭრო ნიშნები საქონლის საერთაშორისო კლასიფიკაციის 32-ე და 33-ე კლასებს ეკუთვნის.
კომპანია Coca-Cola-მ რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ 2022 წლის მარტში განაცხადა. იმავე წლის აგვისტოში Coca-Cola Hellenic Bottling Company-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში საქმიანობის შეჩერების შემდეგ მისმა ფინანსურმა ზარალმა 190 მლნ ევრო შეადგინა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: