Digest Logo

Converse-მა რასიზმის ბრალდებების შემდეგ ბოდიში მოიხადა და K-pop მომღერლის, კარინას, რეკლამა წაშალა

1790061480
კონვერსი, რეკლამა

Converse-მა, რომელიც Nike-ის შვილობილი კომპანიაა სოციალური ქსელებიდან წაშალა სარეკლამო ფოტო K-pop ჯგუფ aespa-ს წევრის, კარინას მონაწილეობით და საჯარო ბოდიში მოიხადა. მიზეზი გახდა საზოგადოების ნაწილის მწვავე კრიტიკა, რომლებმაც ფოტოში რასისტული სიმბოლიკა დაინახეს.

Chuck 70 X კოლექციის სარეკლამო ფოტოზე კარინა თეთრი გრძელი ქვედაბოლოთი დგას ვარსკვლავის ფორმის განათების ქვეშ და ხელში Converse-ის შავ ბოტასები უჭირავს.

კრიტიკოსებმა ყურადღება მიაქციეს ორ დეტალს:

ქვედაბოლოზე სინათლისა და ჩრდილის თამაშმა შექმნა თეთრი, წვეტიანი სამკუთხედის ფორმა, რაც ბევრმა კუ-კლუქს-კლანის (KKK) თეთრ ჩაფხუტს/ქუდს შეადარა.

შავი ბოტასები, რაც მომღერალს ხელში ეჭირა ზოგიერთი მომხმარებლის აზრით, აშშ-ის ისტორიაში ლინჩის წესით გასამართლებული/ჩამოხრჩობილი ადამიანის ფეხებს წააგავდა.

ნახეთ, რეკლამა:

 


მომხმარებლების მწვავე გამოხმაურების შემდეგ Converse-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

„გულწრფელ ბოდიშს ვიხდით. გვესმის, რატომ გამოიწვია ამ ფოტომ ასეთი აღშფოთება და ვაღიარებთ, რომ შეცდომა დავუშვით. სურათი უკვე წავშალეთ ჩვენი არხებიდან და ვმუშაობთ მის ყველგან ჩამოშორებაზე. ეს არ უნდა მომხდარიყო და მომავალში უკეთესად ვიმოქმედებთ“.

სამოქალაქო უფლებების დამცველებმა და პოლიტიკოსებმა, მათ შორის აშშ-ის კონგრესმენმა ტროი კარტერმა აღნიშნეს, რომ უბრალო ბოდიში საკმარისი არ არის. მათ მოითხოვეს შიდა გამოძიება იმის დასადგენად, თუ როგორ გაიარა ამ ფოტომ მარკეტინგული და იურიდიული შემოწმება.

ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იყო უბრალოდ უიღბლო დიზაინერული და ფოტოგრაფიული დამთხვევა, არასწორი განათება და კუთხე და კომპანიას რასიზმის განზრახვა არ ჰქონია.

კარინას და მის სააგენტო SM Entertainment-ს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.