Digest Logo

დომინიკის სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის აკრძალვა გააუქმა

1713883987
პრაიდი

დომინიკის სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის აკრძალვა გააუქმა.

როგორც „ბიბისი“ წერს, სასამართლოში სარჩელი ქვეყანაში მცხოვრებმა ლგბტ თემის წარმომადგენელმა შეიტანა, რომელიც ამბობს, რომ კანონი მის კონსტიტუციურ უფლებებს არღვევდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სექსუალური დანაშაულების აქტის მე-14 და მე-16 სანქციები თავისუფლების გამოხატვისა და პირადულობის უფლებას არღვევდა, ეს უფლებები კი, ქვეყნის კონსტიტუციით არის გარანტირებული.

მედიის ცნობით, ლგბტქ აქტივისტები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მიესალმნენ და ის კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ლგბტქ ადამიანების უფლებებისთვის მიმდინარე ბრძოლაში მნიშვნელოვან ეტაპად შეაფასეს.

ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის ამკრძალავი კანონები კარიბის ზღვის ინგლისურენოვან ქვეყნებში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის მმართველობის დროს მიიღეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ისტორიის გაყალბება ყოველთვის ხდებოდა და დღესაც მას პოლიტიკური ძალები ბრძოლის იარაღად იყენებენ, ამას ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც“ - მეუფე შიო

⭕ „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტები, ეკა ფხაკაძე და ირაკლი ვაჩიბერიძე, გმობენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მხრიდან „პოს ტვ“-ის ჟურნალისტის ბულინგს და მისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას

⭕ ბათუმში მე-2 დღეა ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ