
თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი კანადისთვის 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შემდეგ კანადას სთავაზობს, გახდეს „შეერთებული შტატებისთვის სასურველი 51-ე შტატი“. აღნიშნულის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
ტრამპის თქმით, კანადა უნდა შეუერთდეს შეერთებულ შტატებს ტარიფებისგან თავის დასაღწევად.
„ჩვენ ვიხდით ასობით მილიარდ დოლარს კანადის სუბსიდირებისთვის. რატომ? არ არსებობს მიზეზი. ჩვენ არ გვჭირდება არაფერი, რაც მათ აქვთ. შეერთებულ შტატებს აქვს შეუზღუდავი ენერგია, აწარმოებს საკუთარ მანქანებს და აქვს იმაზე მეტი ხე, ვიდრე ოდესმე შეუძლია გამოიყენოს.
უზარმაზარი სუბსიდიების გარეშე, კანადა შეწყვეტს არსებობას, როგორც სიცოცხლისუნარიანი ქვეყანა. სისასტიკეა, მაგრამ ასეა. ასე რომ, კანადა უნდა გახდეს ჩვენი ნანატრი 51-ე შტატი. გაცილებით დაბალი გადასახადები და ბევრად უკეთესი სამხედრო დაცვა კანადის ხალხისთვის - და არა ტარიფები“, - აცხადებს ტრამპი.
ინფორმაციისთვის, ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
განკარგულების თანახმად, 25-პროცენტიანი ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე და 10-პროცენტიანი ტარიფები ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე.
ამასთან, კანადიდან ენერგორესურსების იმპორტზე იმოქმედებს 10-პროცენტიანი ტარიფი.
თავის მხრივ კანადამ ტარიფების დაწესებით უპასუხა შეერთებულ შტატებს.
კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადა აშშ-ს 25-პროცენტიან ტარიფებს უწესებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რაც მიშა მესხის ცოლი ვარ საცერში ვარ სულ...“ - რას ჰყვება სოფო ბედია?
🎥 „აისი“ ოფიცრები ძირითადად რეიდებს ატარებენ ქუჩაში...“ - ვის დაადეპორტებენ ამერიკიდან?