Digest Logo

დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ

22 თებერვალი 6:57
დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ უნდა შეხვდნენ. 

„მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. იცით, რატომ? ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ მილიონობით ადამიანის მკვლელობა. ახალგაზრდა ჯარისკაცები იღუპებიან. თუ თქვენ ნახავდით თანამგზავრიდან გადაღებულ ბრძოლის ველის სურათებს, რომლებიც მე ვნახე… თქვენ არასდროს გინახავთ მსგავსი სურათები“, – განაცხადა ტრამპმა.

ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხოლოდ პუტინს დაელაპარაკება და არა სხვა ოფიციალურ რუს პირებს.

„მე მხოლოდ პუტინს დაველაპარაკები, არცერთ სხვა რუს ოფიციალურ პირს“, - აცხადებს ზელენსკი. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „კლავიატურის ჭიები გამოხტებიან და პატარა „გაბლატავებას“ არ აპატიებენ...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ლაშა ბექაური?

⭕„მზად იყავით დაუვიწყარი მომენტებისთვის“ - ზოდიაქოს ამ ნიშნებს შაბათ-კვირას სიურპრიზი ელოდება

⭕სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია