
ქართველი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ამჯერად ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც იგი თოვლიან ეზოში ვარჯიშობს:
„დიდი და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი!“, - წერს ბექაური ვიდეოზე.
ჩემპიონის კადრებმა საზოგადოების გამოხმაურება დაიმსახურა:
„მერე ვიღაც კლავიატურის ჭიები გამოხტებიან და ერთ პატარა „გაბლატავებას“ არ აპატიებენ, ამის ერთი პროცენტი გააკეთეთ აბა? ზოგს თოვლიანი ეზოდან სახლში ალბათ შეშაც ვერ შეუტანია. წარმატებები ლაშა და იმდენი შეგძლებოდეს რომ სულ გესახელებინოს თავიც და ქვეყანაც“,
„განსაკუთრებული მისია იტვრთა. სანახევრო გავლილი გაქვს გფარავდეს უფალი მეორე ნახევრის გავლაში ქართველი ერი შენ გვერდზეა ძიუდოს გენიავ“,
„საქართველოს სიამაყე ლომს გიენები ვერასოდეს ვერაფერს დააკლებენ“, - წერენ კომენტარებში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მზად იყავით დაუვიწყარი მომენტებისთვის“ - ზოდიაქოს ამ ნიშნებს შაბათ-კვირას სიურპრიზი ელოდება
⭕სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია